Перевод: с грузинского на русский

с русского на грузинский

თუ და იგი)

  • 1 იგი

    ისი, ნაცუალსახელი მესამის პირისა (იხილე ესე) (ფსალ. 1:2, 3 კუალად 2:4, 5, 9), он, тот.
    იგი ხშირად იხმარების ნაცულად კავშირისა ცა ანუ თუ სხუათა თანა ნაცუალსახელთა და ზმნისზედათა, განსარჩეველად კითხჳთისაგან. მაგალითად, ვინ, ვიეთი, რომელი, რაჲ ანუ ვითარ, რაოდენ, სადა, ოდეს, რაჟამს? და სხ. მერტივად თქმა ამათი ჰნიშნავს კითხუასა, ხოლო ვინ იგი, ვინცა, ვიეთნი იგი, ვიეთნიცა, რომელი იგი, რომელიცა, რა იგი, რაჲცა, ვითარ იგი, ვითარცა, რაოდენ იგი, რაოდენცა, სადა იგი, სადაცა, ოდეს იგი, ოდესცა, რაჟამს იგი და სხ. არღარა არიან კითხჳთნი, არამედ კუალავ მიღებითნი საცნაურისა პირისა, ანუ ნივთისანი, გინა ადგილისა და დროისანი. გარნა ოდესცა ჰაზრი არცა კითხჳთი არს, არცა განსაზრურებით საცნაური, არამედ საიჭვო რამე და ჯერეთ უცნაური, მაშინ ნაცულად იგი და ცა იხმარებიან მარცვალნი თუ და ძი. მაგალითად, არ ვიცი თუ ვინ მოვალს, თუ სად მოვალს, განიგდეს წილი, ვინძი რა აღიღოს, ეგრეთვე ვითარ, ვითარძი და სხ.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > იგი

  • 2 იგი

    ჩვენებითი ნაცვალსახуказат. мест. он, она, он; тот, та, то

    Грузино-русский словарь > იგი

  • 3 ოდეს იგი

    რაჟამს, რას დროს, როდესაც (ფსალ. 40,5 და 100,2), когда.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ოდეს იგი

  • 4 ესე იგი

    (ე.ი.) то есть (т.е.)

    Грузино-русский словарь > ესე იგი

  • 5 ესე

    I. ნაცვალსახელი ჩვენებითი (მატ. 3, 17), сей, ხოლო იხმარების სამთავე პირთა შინა, ვითარ ესე, ეგე, იგი, ანუ ისი, რომელნიცა ხშირად შეერთდებიან პიროვანთა არსებითთა ნაცვალსახელთა, რომელ არიან მე, შენ, იგი და მათ მაგიერადცა დაიდებიან ორთავე რიცხუთა შინა, ე.ი. პირველ პირად ესე, მეორედ ეგე, მაგალითად, უბადრუკი მე ესე კაცი ვინმე მიხსნას ხორცთა ამათგან სიკუდილისათა (რომაელ. 7, 24), რომელთა ესე (ჩუენ) ნათელ ვიღეთქრისტე იესოს მიერ და შემდგომი (მუნვე, 6, 3), რომელი ეგე (შენ) ასწავებ მოყუასსა და შემდგომი (მუნვე 2, 21), ვითა ეგე (თქვენ) გისწავიესთ ქრისტე იესო უფალი და შემდგომი (კოლას. 2, 6), უფალნი ეგე (თქუენ) სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათ (მუნვე, 4, 1). ხოლო მესამე პირი, ვინათგან საზოგადო არს ჩვენებითთაცა და არსებითთა, ვითარ მე, შენ, იგი ანუ ესე, ეგე, იგი ამად მრავალნი მაგალითნი შესაძლო არიან პოვნად: ვეცხლი იგი, კაცნი იგი და სხ. თუმცა ზემორე მოღებულნი მაგალითნი აჩვენებენ, ვითარმედ ხსენებულნი ნაცვალსახელნი იხმარებიან არსებითთა თანა სახელთა თჳნიერ ბრუნვისა და რიცხჳსა, არამედ ზოგჯერმე ეთანხმებიან მათ ორკერძოვე. მაგალითად: ისმინე ჩემი, უფალო, უღირსისა ამის მონისა შენისა, ანუ უხმართა ამათ მონათა შენთა და სხ. ამათ ნაცვალსახელთაებრ იგულხმებიან რთულნიცა და სხმითგარდასლჳთნი მათნი, ვითარ ამისთანა, მაგისთანა, იმისთანა. ამისთანა ჰნიშნავს მსგავსსა მისსა, რაჲცა ეკუთნვის პირველსა პირსა; მაგისთანა - მსგავსსა მისსა, რაჲცა ეკუთნვის მეორესა პირსა; იმისთანა - მსგავსსა მისსა, რაჲცა ეკუთნვის მესამესა პირსა. კუალად ამგუარი, მაგგუარი, იმგუარი; ამოდენი, მაგოდენი, იმოდენი; ამსიმძიმე, მაგსიმძიმე, იმსიმძიმე; ამსიმაღლე, მაგსიმაღლე, იმსიმაღლე; ესევითარი, ეგევითარი; ესრეთი, ეგრეთი; ესზომი, ეგზომი; ესფერი, ეგფერი და სხ. კუალად ზმნისზედანიცა მათნი, ვითარ ამგუარად, მაგგუარად, იმგუარად; ამოდნად, მაგოდნად, იმოდნად; ესრეთ, ეგრეთ; ესევითარად, ეგევითარად და სხ.
    Ср. ეს, ამა და ამისი, ამა და ამას
    იხმარების ნაცულად სახელისა კაცთა და ადგილთასა, რაჟამს სახელნი მათნი არ ვიცით, ანუ მოვიღებთ მაგალითად, такой-то.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ესე

  • 6 რა

    I. კავშირი, ხმარებული ზმნათა თანა ნაცულად რაჟამს. მაგალითად: განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რა უფალი. ე.ი. რაჟამს (იოან. 20, 20; ფსალ. 72, 3).
    II. რა
    Ср. რაჲ
    ნაცუალსახელი კითხჳთი (ფსალ. 8, 4; მატ. 6, 25), что? ხოლო ოდეს დაერთვიან ამას იგი, ცა, მაშინ არს კულავმოღებითი; რა იგი, რაჲცა (ფსალ. 1, 4, 10, 3) ( ნახე იგი).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > რა

  • 7 სად

    ზმნისზედა, ადგილობითი, კითხჳთი (მატ. 2:2, 4; ფსალ. 13, 15; ვეფხისტ. 941, 1203), где, или куда? ხოლო სადაცა, სად იგი არს კულავმოღებითი ( ნახე იგი), კუალად სადმე, სადამე, სადით, საიდამ და სხ.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > სად

  • 8

    არს ხმოვანი ასო, დადებული თავად ყოველთა ენათა ანბანსა შინა. ქართულად ასოსა ამას ზედა ქარაგმიანნი ლექსნი არიან ესენი: ად - არამედ; ან - ამინ.
    ამას ასოსა ზედა არიან ორნი მარცვალნი ზედდადებულნი ზმნათანი: აღ, აღმო; მდაბიურად: ა, ამო. ვითარ: აღვალ, აღმოვალ; აღვსწერ, აღმოვსწერ. გინა: ავალ, ამოვალ; ავსწერ, ამოვსწერ, არამედ სახელზმნათა შინა უკეთუ იპოვნების სხვა ღ, მაშინცა პირველი ღ სრულიად დაიტევების. მაგალითად: აღება (აღვიღებ), აღელვება (აღვაღელვებ), ამაღლება (აღვამაღლებ) და არა აღღება, აღღელვება, ანუ აღმაღლება და სხ. კუალად ითქმის: აექჳნ, აუარებდით ნაცულად აღექჳნ, აღუარებდით და სხ.
    I. მდედრობითად, ვითარ მეფე - მეფა, ჭაბუკი - ჭაბუკა, იგი - იგია და სხ.
    II. კნინობითად, ანუ შეურაცხებითად, უფრორე სათჳითოთა სახელთა. მაგალითად: დავით სარდალი, სოლომონ მდივანბეგი, ანუ მდედრობითნი: თამარ მეფე, მარიამ ბატონისშვილი და სხ. ამათ შინა ასო ა უხამს არს, ხოლო დავითა მზარეული, სოლომონა ხაბაზი, თამარა დალალი, მარიამა მექათმე და სხ. არიან კნინობითნი. ამისგან ჰსჩანს, რაოდენ უსაფუძველო არს ჰაზრი, რათა ასოჲთა განირჩეოდენ ნიადაგ მდედრობითნი სახელნი.
    III. რომელთამე რთულთა სახელთა შინა ბოლოს ი შეიცულების ა-ზედა. მაგალითად: გველთევზა, ძაღლნიორა, ორცხობილა, ხარისთუალა და სხ.
    ა? კითხჳთი მარცუალი, მდაბიურად ხომ? ли? (იოან. 21, 15), გიყუარმეა? (ფსალ. 49, 13), ვსჭამოა? ვსუაა? და სხ.
    ა შემოკლებული ზმნისაგან არს, სახელთა და ზმნათა ბოლოს ხმარებული, უფრორე მდაბიურსა შინა საუბარსა, ვითარ სახლია, ქალაქია ნაცულად სახლი არს, ქალაქი არს; ანუ ცივია, თბილია ნაცულად ცივი არის, თბილი არის; კუალად ცივა, თბილა ნაცულად სიცივე არის, სითბო არის; ეგრეთვე: მოსულა, მომზადებულა, განსრულებულა და სხ. ნაცულად მოსრულ არს, მომზადებულ არს, განსრულებულ არს. ამის გამო ხმარებულ არს ლექსი აობა ნაცულად არსება.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 9 გერი

    თან მიყოლილი შვილი, უკეთუ შვილიანმან ქურივმან კაცმან, ანუ ქალმან იქორწინოს მეორედ, მაშინ შვილნი იგი ახალთა მეუღლეთათჳს იქმნებიან გერნი, пасынок, падчерица, ხოლო ესენი ურთიერთისა იქმნებიან ნახევარძმანი, ანუ ნახევარდანი, сводные братья, или сестры.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > გერი

  • 10 თავადი

    საზოგადოსა შინა ხმარებასა ეწოდების გუარდიდებულსა (შავთ. 46), князь, ანუ უფროსსა, მთავარსა (ვეფხისტ. 153, 769, 1048, 1052, 1212, და შემდგომი), начальник, старейшина.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > თავადი

  • 11 თუ

    კავშირი განწვალებითი, ანუ კითხჳთი (იაკობ. 5, 13 და შემდგომი), ли? или?
    ოდესმე თუობითა (ფსალ. 52, 2 და 57, 1, კუალად 94, 7; ვეფხისტ. 524, 533) аще, аще ли, ежели, если.
    ზოგჯერ დაერთვის ნაცვალთსახელთა: თუ ვინ, თუ რომელი, ანუ ზმნისზედათა: თუ ვითარ, თუ რაოდენ და სხ. (იხილე განმარტება ამისი ლექსსა თანა იგი).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > თუ

  • 12 ისი

    Ср. ის
    ითქმის მიღმასთჳს, ხოლო ახლოსთჳს ესე ( ნახე იგი და ესე), он, тот.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ისი

  • 13 ის

    ნახე იგი.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ის

  • 14 მარაგი

    ცა თხელის ღრუბლით შემოსილი, იალკიალი. (მარაგი - ცაჲ რა თხელითა ღრუბლითა შემოსილ იყოს, იგი არს მარაგი, ხოლო აქა-იქ ღრუბელი და ვარსკლავ-მჩენი იალკიალი არს.
    კვიპრიანეს ცხ.: " ვისწავლე დაგება სიტყვათა და ზრახვა მარაგითა და მარაგი ზრახვითა". მარაგით-ზრახვა - არს სიტყვა ესრე გვარად სთქვა, ადვილ საცნაურ არ იყოს, არამედ ვითარცა ღრუბელი რამ (ე) ემოსოს, ანუ ორ-სამ რიგად გაისინჯოს. საბას ლექსიკონი)

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > მარაგი

  • 15

    I. სამნეოდამ გარდადგინებულთა, ანუ შეცვალებულთა მდგომარეობისაგან თჳსისა: ნაბატონარი, ნაყმევი, ნასიძარი, ნარძლევი, ნაქურივალი, ნახუცარი, ნაქალაქევი, ნასოფლარი, ნასახლარი, ნავენახობი. ეგრეთვე: ნაავანდყოფარი, ნამარხულევი, ნამსგავსები და სხ. (იხილე სა).
    II. თან შეერთებასა, ანუ კუთნვილებასა რასმე: ნაანდერძევი, ნამზითვი, ნაკერპავი, ნაღვინევი, ნააბანოევი, ნასადილევი, ნაძირალი და სხ.
    III. ნადგომსა, ან ნიშანდაჩნეულსა: ნაკბილარი, ნამუხლი, ნაფეხვარი, ნატერფალი, ნამუწუკარი, ნაბანაკევი და სხ.
    β. რიცხჳთთა სახელთა და ჰნიშნავს კერძოსა: ნაოთხალი, ნაათალი, ნაასალი და სხ.
    γ. მიმღეობათა ვნებითთა განვლილისა დროჲსათა: ნაბანი, ნაკერი, ნავალი, ნაგები, ნაკეცი, ნამუშავარი, ნამძინარევი, ნამზადი, ნაპარსი, ნარგები, ნაქმარი, ნაშრომი, ნასწავლი, ნაწერი, ნახმარი და სხ.მიმღეობანი ესე იქმნებიან:
    I.სხვადასხჳსა დამნიშნველნი სინონიმნი, მაგალითად, ნაბანი, რაჲცა განბანილ არს, ანუ წყალი, რომლითაცა განბანილარს; ნამუშავარი, ვისცა უმუშავიეს, ანუ რაჲცა უმუშავიეს; ნასწავლი; ვისცა უსწავიეს, ანუ რაჲცა უსწავიეს. ეგრეთვე ნაუბარი ნალაპარაკევი, ანუ უბეში ნადები. კუალად ნაუბრანი ნალაპარაკევი, ანუ უბანყოფილი; ნავალი ნასიარულევი ადგილი, გინა კაცი, ანუ ვალად აღებული.
    II. ესევე მიმღეობანი იხმარებიან არსებითად სახელადცა: ნაღები, ნახნავი, ნათლული, ნახევარი, ნაპრალი, ნასხლევი, ნაქსოვი, ნაშენი, ნაგავი.
    δ. კუალად იხმარების მარცვალი ნა რთულთა და სხმითგარდასლვითთა ლექსთა შორის საშუალ: გულნაკლული, სახელნართაული, ზედნადები, ღვინონასვამი, წყალნარევი, ჭიანაჭამი, ჭირნახული, ხელნაწერი, ჭირნახადი. ანუ: აღნაგი, აღნადგინები, აღნაქუსი, განაჩენი, მონაგარი, მონაღვაწი, შენამსგავსი, შენაძენი, წანაგები, წანართმევი, წანაღები და სხ.
    ε. კუალად ასო ნ იხმარების ბოლოდ ზმნათა და საკუთრად მექონთა ასოსა მ პირველისა პირისა მაპიროვნებელად, ოდესცა ძიება მათი არს მრავლობითი. მაგალითად: მაქუს წიგნი, მაქუნ წიგნნი, ანუ მქონან წიგნები; მეგულება წიგნი, მეგულებიან წიგნები, წიგნნი. ეგრეთვე სხუათაცა პირთა, რიცხუთა და დროთა შინა: გაქუს, გაქუნ, გქონან; აქუს, აქუნ, ჰქონან; გუაქუს, გუაქუნ, გუქონან და სხ. მქონდა, მქონდნენ; გეგულება, გეგულებიან, მეგულებოდა, მეგულებოდნენ და სხ.
    ეგრეთვე დაერთვის ზმნათაცა ვ გაპიროვნებულთა სრულთა დროთა შინა: დავსწერე წიგნი, დავსწერენ წიგნნი; დასწერე წიგნი, დასწერენ წიგნნი; დაასხა ხელი, დაასხნა ხელნი და სხ.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 16

    ასო ესე არა სადა იხმარების თავად ლექსთა, გარნა უმეცარნი ზოგჯერმე ჰსწერენ უკანონოდ: ჲნდო, ჲროელი ნაცულად ინდო, იროელი, ანუ ჰინდო, ჰიროელი და სხ.
    ხოლო იხმარების ბოლოდ სახელთა და ნაცვალსახელთა, დაბოლოვებულთა ხმოვანთა ზედა ასოთა, კიდეგან ი და ჳ. მაგალითად: არსებაჲ, ვინაჲ, რაჲ, მზეჲ, ოქროჲ, კუჲ, რუჲ. ამგუარად დართუაჲ ასოჲსა ჲ ბოლოდ სახელთა იხმარების უფრორე შემასმენელობითსა შინა ბრუნვასა და იგიცა მაშინ, რაჟამს სახელი იგი არს დასასრულსა სიტყჳსასა. მაგალითად, არა აქუს სიტყუაჲ, ზრუნუაჲ. ხოლო თავსა ითქმის სიტყუა არა აქუს. უხამს იქნების ესრეთ: ზრუნუაჲ არა აქუს და სხ.
    სახელთა დაბოლოვებულთა უ-ზედა, მდაბიურად დაერთვის ვი ნაცულად ჲ, ვითარ კუვი, რუვი, ბუვი, ბუვი, გლუვი, ტლუვი, ქსუვი, ცრუვი და სხ.
    ზოგჯერმე ჲ იხმარების შერთულად წინამავალი ხმოვანისა, ანუ მოკლედ, ვითა რუსული й. ესრეთ, რომელ არა შეადგენს მარცვალსა. იხილე ვეფხისტ. ლექსნი 340: ვაჲ˘ მე მას აქეთ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა და 342: თქვა: ჩემგან მისი ხსენება, ვაჲ˘მე რა დიდი ზარია; კუალად 522, 1284 და სხ. ხოლო ვიეთნიმე გამოსთქმენ ვამე, არამედ უმჯობეს არს დაესმოდეს ნიშანი მოკლისა ˘.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 17 ოდეს

    Ср. ოდესცა, ოდეს იგი
    რაჟამს, რას დროს, როდესაც (ფსალ. 40, 5 და 100, 2), когда.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ოდეს

  • 18 ოქრომკედი

    რა ოქრო გააწურილო თმათაებრ, ეწოდების ოქროსთმა და სპარსულად სირმა. რა თმა იგი განსტკიცო ბრტყელად, ჰქვიან სხეპლა, სპარს. მუყაიში, ხოლო სხეპლა შეასთო რა ძაფსაშესთული - ზეზია. ხოლო სხეპლა განფართოვებული ფურცლებად არს ქანდა, ანუ ვარაყი.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ოქრომკედი

  • 19

    ქარაგმიანნი ლექსნი: პდ*, პლად* - პირველად, პლი* - პირველი. პ იხმარების ზოგჯერმე ნაცულად ბ და ფ (იხილენ ასონი იგი).

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями >

  • 20 პრეტორია

    სამსჯავრო, ან სახლი პრეტორისა, სადაცა სამართლობდა იგი სხუათა თანა, ხოლო ქართულად დაუდვიათ ტაძარი (მარკ. 15, 16; იოან. 18:28, 33), претория, praetorium, πραιτώριον.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > პრეტორია

См. также в других словарях:

  • განვითარებადი, ზრდადი გლობალური კულტურა — იგი ხასიათითა და წარმომავლობით ამერიკულია. ჩილელმა ისტორიკოსმა კლაუდიო ველიზიმ მას უწოდა ანგლოამერიკული ცივილიზაციის ელინისტური სტადია“ სტადია, რომელიც არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც „იმპერიალიზმი“. Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი… …   Georgian encyclopedia

  • გლობალიზაცია — • ტერმინი გლობალიზაცია ინგლისურ სიტყვა globe ს უკავშირდება, რაც დედამიწას, გლობუსს ნიშნავს, ხოლო global მსოფლიოს, გლობალურს. გლობალიზაციის ტერმინის გამოჩენა დაკავშირებულია ამერიკელი სოციოლოგის რ. რობერტსონის სახელთან, რომელმაც ის 1983 წელს… …   Georgian encyclopedia

  • ლიბერალიზმი — • (ლათ. liber თავისუფალი) ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებაა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება. ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც… …   Georgian encyclopedia

  • მონარქია — • ანუ მეფის მმართველობა ეწოდება მმართველობის ფორმას, როდესც სუვერენს შეუძლია მთელი მმართველობა მოაქციოს ერთი მაგისტრატის ხელში, ვისგანაც მთელი თავისი ძალაუფლება სხვა მაგისტრატებს მიეცემა. Source: რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ …   Georgian encyclopedia

  • ჯიჰადი — ეს სიტყვა არაბული წარმოშობისაა და სწრაფვასა და ძალისხმევას ნიშნავს. იგი კლასიკურ ტექსტებში მეტწილად ბრძოლისა და ომის მნიშვნელობით გამოიყენება. ხშირად იმოწმებან ფრაზას ყურანიდან „ღვთის გზაზე ბრძოლა“, რასაც მრავალი ინტერპრეტაცია მოეძებნა ზნეობრივი… …   Georgian encyclopedia

  • რუსო ჟან ჟაკ — • შევიდა აზროვნების ისტორიაში როგორც ორიგინალური მამაცი, მებრძოლი პიროვნება, როგორც თავისი დროის კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მწვავე კრიტიკოსი, რომლის იდეებმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა შემდგომ ფილოსოფიაზე, პედაგოგიკაზე, მწერლობაზე,… …   Georgian encyclopedia

  • ინტერაქტიური სწავლება-სწავლა — • თანამედროვე ჰუმანიზმის პრინციპებზე დამყარებული საგანმანათლებლო სისტემა. სწავლება სწავლის აღნიშნული მიმართულება ითვალისწინებს მასწავლებლისა და მოსწავლის როლების შეცვლას, რაც გულისხმობს ავტორიტარული, მასწავლებელზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის… …   Georgian encyclopedia

  • კამპანელა თომაზო (1568-1639) — დომინიკელი ბერი იყო და პაპის ძალაუფლების აბსოლუტიზაციაზე ოცნებობდა. ციხეში 27 წელი მან პოლიტიკური მოღვაწეობისათვის გაატარა. მართალია, გალილეის იცავდა, მაგრამ ასტროლოგობაზეც დებდა თავს. მის ნატურფილოსოფიაში დიდი ადგილი უკავია მისტიკასა და მაგიას.… …   Georgian encyclopedia

  • ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია — (კონგრესი, 1776 წლის 4 ივლისი) ამერიკის ცამეტი გაერთიანებული შტატის ერთსულოვანი დეკლარაცია როდესაც კაცობრიობის ისტორიაში ერთი რომელიმე ხალხისათვის აუცილებელი ხდება დაშალოს ის პოლიტიკური კავშირი, რომელიც მას სხვა ხალხებს უქვემდებარებს და იმისათვის …   Georgian encyclopedia

  • ნეორეალიზმი — 60 70 წლებში წამოჭრილმა მეორე დებატებმა საერთაშორისო ურთიერთობებში პოზიტივისტებსა და ბიჰეივიორისტებს შორის გარდამტეხი გავლენა იქონია რეალიზმზე, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაზე. ამ პერიოდში სათავე დაედო ნეორეალიზმს, რომლის მიდგომა… …   Georgian encyclopedia

  • პელაგიანელობა — გავლენიანი მიმართულება იყო IV საუკუნეში. 431წელს ავგუსტინეს მომხრეებმა საეკლესიო კრებაზე იგი დაამარცხეს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა ნების თავისუფლების შესახებ მათ მიერ დასმული პრობლემის მოხსნას თეოლოგიური დისკუსიებიდან. ბერი პელაგიას (დაახლ. 354 …   Georgian encyclopedia

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»